TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

მთავრობამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია-რომან გოცირიძე

მთავრობამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია-რომან გოცირიძე

„მთავრობამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია!
მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან მთავრობამ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საფეიქრო ნაწარმის შემოტანაზე ახალი გადასახადი შემოიღო ისე, რომ მას გადასახადი არ უწოდა-საბაჟო გაფორმებისას იმპორტიორებს თითოეულ კილოგრამ საქონელზე 3 ლარის გადახდა მოუწევთ.
ეს ნიშნავს, რომ 1 ტონა საქონლის იმპორტზე 3 000 ლარი უნდა გადაიხადონ, 5 ტონაზე 15 000 ლარი და ა. შ.
მანამდე მოქმედებდა შემოტანილი პარტიის გაფორმების ფიქსირებული 500-ლარიანი საფასური.
საქართველოს კონსტიტუცია და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებაზე რეფერენდუმის მოთხოვნას ადგენს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
მთავრობამ კი ახალი ფინანსური ტვირთი საკუთარი დადგენილებით დააწესა და მას მომსახურების საფასური უწოდა. სინამდვილეში ეს იმპორტის ახალი გადასახადია თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან თანხა მიბმულია იმპორტირებული საქონლის წონაზე და არა გაწეული მომსახურების მოცულობასა თუ თვითღირებულებაზე.
მისი ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მანამდე არსებულ საბაჟო გაფორმების საფასურს.
სახელწოდების შეცვლა გადასახადის ბუნებას ვერ ცვლის!
სინამდვილეში ეს დამატებითი გადასახადია და არა კონკრეტული საბაჟო მომსახურების რეალური ღირებულების ანაზღაურება.
საქართველოს ბიზნესასოციაცია ყურმოჭრილი მონა რომ არ იყოს ხელისუფლების, ამ ფაქტს გააპროტესტებდა და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელსაც შეიტანდა. ამას არ იზამენ რა თქმა უნდა.
აუცილებელია, რომ ეს თავად ამ სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებმა გააკეთონ. ქვეყანაში ბევრი კვალიფიცირებული იურისტია, რომლებსაც ამ საკითხის გაძღოლა შეუძლიათ.
ბიზნესმა საკუთარი უფლებები თავად უნდა დაიცვას“ – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

25 ნოემბრიდან შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების შესახებ 2010 წლის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც კონკრეტული საქონლის იმპორტისას წონის მიხედვით გამოსათვლელი ახალი საფასური განისაზღვრა. ახალი წესის მიხედვით, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას მომსახურების საფასური ყოველ ერთ კილოგრამზე 3 ლარს შეადგენს.

გაზიარება
წინა პოსტი

თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი 2,24 მილიარდი ლარია-ფლანგვის დეტექტორი

შემდეგი პოსტი

აშშ-ში ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

Discussion about this post

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'