აშშ-ში ქარიშხლის გამო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – გაუქმდა ან გადადო ასობით ავიარეისი .ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ამერიკის ორივე სანაპიროზე ძლიერი უამინდობის გამო ამ დროისთვის ელექტროენერგია 260 000-ზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება. მათივე ინფორმაციით, ძლიერმა შტორმმა სანაპირო რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვა. სტიქიამ ყველაზე მეტად პენსილვანიის შტატი დააზარალა. გამოცემა წერს, რომ უამინდობის გამო აშშ-ში მხოლოდ პარასკევს 3 400-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გადაიდო, თითქმის 670 გაუქმდა.

Discussion about this post