“არა რუსეთს, კი ევროპას” -ქართველმა ემიგრანტებმა ნიუ იორკში აქცია გამართეს.
“ადამიანებს, რომლებიც 2024 წელს რუსთაველზე გამოვედით, განცდა გვქონდა, რომ ევროპული მომავალი კი არა, საერთოდ მომავალი წაართვეს ჩვენს ქვეყანას. არ ვიცი სად მიჰყავთ ქვეყანა – უმისამართოდ მიჰყავთ ეს ქვეყანა. თითოეულ ჩვენგანს ეს განცდა აქვს ალბათ. მე არაფერი არ გამაჩერებდა სახლში – სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მე სულ შევუერთდებოდი იმ პროტესტს რომელიც ქართველ ხალხს აქვს. ჩემი სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ციხეში არიან – ჩემი სოლიდარობა ყველა დაჩაგრულ ადამიანს საქართველოში და პირველ რიგში სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგანან” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
📷 Natia Basiashvili

Discussion about this post