იტვირთება...

ქუთაისში BarCamp -ის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა /MTAVARI/

  ქუთაისში BarCamp -ის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია 3 დღის განამვლობაში გაგრძელდება , რომლის ფარგლებშიც ენჯეო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ერთმანეთს სამოქალაქო კამპანიების შესახებ გაუზიარებენ გამოცდილებას. ღონისძიებაზე ასევე ყურადღება დაეთმობა პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებს.
  ,,ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია ,,NESEHNUTI’’ და მისი პარტნიორი ქართული ორგანიზაცია ფონდი ,,აფხაზინტერკოდი’’ აწყობს სამდღიან  ღონისძიებას, რომელიც ჩატარდება ქუთაისში.  ღონისძიების სახელწოდებაა BarCamp და იგი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, დემოკრატიული საფუძვლების დამკვიდრებას საქართველოსა და ამიერკავკასიაში’’ - აცხადებს  ფონდი ,,აფხაზინტერკოდი’’-ის წარმომადგენელი  არჩილ ელბაქიძე.
  ,,ბარკემპი ეს ისეთი ღონისძიებაა, რომელსაც ვერც ტრენინგს ვუწოდებთ და ვერც ვორქშოპს ან სემინარს . ეს არის კავშირი პატარა კონფერენციებისა , რომელიც კავკასიურ სუფრას ჰგავს. უბრალოდ ადამიანები საჭმლისა და სასმლის მაგივრად იდეებს ირჩევენ . აქ კი წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტების იდეები, ჟურნალისტებისა სოხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან . ბარკემპის შედეგები, რისი მოლოდინიც გვაქვს, ეს არის კონტაქტები , რომლიც დამყარდება მათ შორის . მაგალითად, დამოუკიდებლ და საგამოძიებო სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს შორის, ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე აქტივისტებს შორის . მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ თუ როგორ მუშაობენ სხვა ქვეყნებში მათი კოლეგები. გვინდა, რომ  მათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება იმის შესახებ, რამ გაამართლა და რამ არა’’- განაცხადა ჩეხური ორგანიზაცია  ,,NESEHNUTI’’-ის წარმომადგენელმა მილან შტეფანეცმა.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...