იტვირთება...

სიახლე ქუთაისში-საკვირაო ოჯახური ბრანჩი

სიახლე ქუთაისში-საკვირაო ოჯახური ბრანჩი

 ქუთაისში ,,ბესტ ვესტერნ ქუთაისი" ქუთაისლებსა და არა მხოლოდ ქუთაისლებს, სთავაზობს გართობისა და დასვენების ახალ შესაძლებლობას. აქ ყოველ კვირა დღეს 13:00საათიდან 15:00საათამდე სტუმრებს გაუმასპინძლდებიან საკვირაო ბრანჩით.  სადაც იქნება მრავალფეროვანი მენიუ და ცოცხალი მუსიკა. ასევე, გასართობი პროგრამა 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ხოლო 13-17 წლის თინეიჯერებისათვის გაიმართება კინოფილმების ჩვენება.

  აღსანიშნავია,  რომ ფასები აქ მომხმარებელზეა მორგებული. მომსახურების სრული პაკეტი  ბავშვებისათვის 15 ლარი , მოზრდილთათვის კი, 20 ლარია. 

 სასტუმრო Best Western Kutaisi გვერდზე http://bwkutaisi.com/ka/about  ვკითხულობთ: 
 
სასტუმრო Best Western Kutaisi მდებარეობს საქართველოს საკანონმდებლო დედაქალაქის, ქუთაისის ცენტრში. სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯშია თეთრი ხიდი, რომელსაც პირდაპირ მივყავართ ქალაქის ისტორიულ ცენტრში: სიფრთხილით აღდგენილი პატარა ფილაქნის ქუჩები და ერთსართულიანი შენობები, რომლებიც ნამდვილი ხიბლია მათი სტუმრებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის თბილი სტუმართმოყვარეობა და შეუდარებელი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი,  აქცევენ ქუთაისს ქართველი და უცხოელი ტურისტების ერთ–ერთ ძირითად დანიშნულებად.
 
შემუშავებული რომ შესთავაზოს თანამედროვე გარემო და ამავე დროს პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, Best Western Kutaisi სტუმრებს სთავაზობს მომსახურების საერთაშორისო დონეს, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ცნობილ ადგილობრივ სტუმართმოყვარეობას.
 
თანამედროვე ინტერიერისა და პრემიუმ კომფორტის მქონე ჩვენი 45 მყუდრო ოთახი არის სასიამოვნო გამოცდილება, როგორც დასვენებისთვის ასევე ბიზნეს ვიზიტებისთვის.
 
გასტრონომიული სიამოვნება არის სასტუმრო Best Western Kutaisi მთავარი მიზანი, მისი ორი რესტორნით და ბარით.
 
სასტუმროს შეხვედრის ოთახებს შეუძლია 100 დელეგატამდე დატევა, ფართო დასასვენებელი ადგილებით.

 скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...