იტვირთება...

რუსეთი არჩილ ტატუნაშვილის გამო მწუხარებას გამოთქვამს, გმირის ოჯახი კვლავ შვილის ცხედრის მოლოდინშია

რუსეთი არჩილ ტატუნაშვილის გამო მწუხარებას გამოთქვამს, გმირის ოჯახი კვლავ შვილის ცხედრის მოლოდინშია



 მოგვიანებით, მაგრამ მაინც უპასუხა რუსულმა მხარემ  საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვას. კმაყოფილება და მუდმივი მზადყოფნაც გამოხატა განცხადებაში, რომელიც დიპლომატიური მრავალწახნაგოვნებით გამოირჩევა.

  განსაკუთრებით დამაფიქრებელი და მგრძნობიარეა განცხადების ბოლო აბზაცი, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო სწუხან:

,, შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, მაშინ როცა შვილმკვდარი დედა შვილის ცხედარს, ყველა დონეზე ითხოვს.
скачать dle 12.0
მსგავსი სიახლეები:
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...