იტვირთება...

რატომ იყო გუშინდელი დღე რუსეთისთვის შავი ორშაბათი

აშშ-ს მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ახალი ტალღა რუსეთსწ 12 მილიარდი დაუჯდა, სანქციების ამოკმედების მე-4 დღეს რუსმა ოლიგარქებმა უკვე დაკარგეს მილიარდები.
აშშ-ის პერსონალური სანქციების სიაში შვიდი რუსი ოლიგარქი მოხვდა. სიაში არიან ასევე სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები და რადენიმე კომპანია.
ორშაბათის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ეს რაღაც ახალი მოვლენაა”, რომელიც უპრეცედენტოა თავისი “უკანონობის მასშტაბებით” და რომ “რუსეთის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ დანაკარგები რაც შეიძლება მინიმალური იყოს”.
თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამოსდის.
ამერიკული ჟურნალი “ფორბსი”, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ითვლის, წერს, რომ ახალი სანქციების მონაწილე რუსმა ბიზნესმენებმა მხოლოდ ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, საერთო ჯამში სამი მილიარდი დოლარი დაკარგეს. ხოლო ზოგადად, “ფორბსის” სიაში შემავალმა ყველა რუსმა ოლიგარქმა ერთად (მათი ჩათვლით, ვისაც სანქციები არ შეეხო) საერთო ჯამში 14 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მოსკოვის ბირჟა ჩამოიშალა, წერს BBC. დაეცა ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა – “გაზპრომი”, “სბერბანკი”, “ლუკოილი”, “როსნეფტი”, “ნორილსკი ნიკელი”.
რუსული კომპანიები უფასურდება ლონდონში – დაეცა “ლუკოილის”, “როსნეფტის”, “სურგუტნეფტეგაზის” და სხვა უმსხვილესი კომპანიების აქციები.
კრიზისი შეეხო რიგით მოქალაქეებსაც – ორშაბათს დოლართან და ევროსთან მიმართებაში სწრაფი გაუფასურება დაიწყო რუსულმა რუბლმა.
ანალიტიკოსების აზრით, ამ კრიზისის მიზეზი ის არის, რომ ინვესტორები, რომლებიც შეშინდნენ აშშ-ს სანქციებით, კონტრაქტებს წყვეტენ რუსულ კომპანიებთან, ამიტომ ამ კომპანიების აქციები ეცემა.
აშშ ითხოვს, რომ 5 ივნისამდე ყველა ინვესტორმა ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს 12 რუსულ კომპანიასთან, რომლებსაც რუსი ოლიგარქები – ოლეგ დერიპასკა, ვიქტორ ვექსელბერგი, იგორ როტენბერგი და კირილ შამალოვი აკონტროლებენ.
ეს გაფრთხილება ეხება არა მარტო აშშ-ს მოქალაქეებს და ამერიკულ კომპანიებს, არამედ ყველა პარტნიორს და ინვესტორს მესამე ქვეყნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ იმუქრება, რომ სანქციები გავრცელდება მათზეც.
ექსპერტები მიიჩნევენ,  აშშ-ს სანქციები არასდროს ყოფილა ასეთი მტკივნეული რუსეთისთვის, რადგან ამჯერად ისინი რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შეეხო. მათ აღარ შეუშვებენ აშშ-ს ტერიტორიაზე, გაუყინეს ამერიკაში ყველა აქტივი, შეეზღუდათ წვდომა ამერიკულ ბანკებთან. მხოლოდ ერთმა ოლიგარქმა – ოლეგ დერიპასკამ, ფორბსის ინფორმაციით 9 აპრილს დილისთვის 1.3 მილიარდი დოლარი დაკარგა.скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...