იტვირთება...

,,დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებთან და ოსებთან შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის"

,,დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებთან და ოსებთან შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის"


მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებთან და ოსებთან შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენა და ჩვენი მხრიდან ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან. სამწუხაროდ, რუსულმა პოლიტიკამ ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენა. 90-იან წლებში ეს იყო ხელოვნური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის მიერ დაიგეგმა. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა ჩვენს ურთიერთობებზე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენა და ჩვენი მხრიდან ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ძალიან აქტიურად მუშაობდა გასული თვეების განმავლობაში ქეთევან ციხელაშვილი შესაბამის დოკუმენტებზე, შესაბამის ინიციატივებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ინიციატივის განხილვას მასთან ერთად“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელშვილის მიერ წარმოდგენილ ახალი სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას.скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...