იტვირთება...

25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ორჯერ ნასამართლევია

25 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ორჯერ  ნასამართლევია


  ვაკეში, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი. იგი სამართალდამცველებმა უკვე დააპატიმრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2017 წელს ბაქრაძე საპატიმრო ვადაზე ადრე, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილი თამარ გამრეკელაშვილის ახლობლებიც ადასტურებენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პირველად ბაქრაძე 2009 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლი გაასამართლეს, რაც „სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირის დაუხმარებლობას“ გულისხმობს. 2015 წელს კი ვეფხია ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, თუმცა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას სასჯელის ვადა გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
45 წლის ვეფხია ბაქრაძე წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა. 90-იანი წლების დასაწყისში ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო. მკვლელობამდე დაახლოებით ორი საათით ადრე ვაკე-საბურთალოს პოლიციამ ვეფხვია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა , რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა. ახლობლების გადმოცემით, სწორედ ამის შემდეგ ბაქრაძე მივიდა ბარნოვის #77–ში, სადაც მისი ყოფილი მეუღლის ქალიშვილი თამარ გამრეკელაშვილი ცხოვრობდა. ბაქრაძემ ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა. შემდეგ იგი შინდისის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მივიდა, გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და მიიმალა. პოლიციამ ის თელეთში დააკავა.
скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...