იტვირთება...

„რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს"-დონალდ ტრამპი

„რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს"-დონალდ ტრამპი


შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ „რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს: იაროს ბნელი გზით, თუ შეუერთდეს ცივილიზირებულ სამყაროს.“ ამასთან, ტრამპი რუსეთთან და ირანთან  ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იმედს გამოთქვამს, თუმცა  „ეს შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს,“-აღნიშნავს ტრამპი.
რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა მიმდინარე პროცესს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება. „აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა სირიაზე დარტყმა მაშინ განახორციელეს, როდესაც ქვეყანას მშვიდობიანი მომავლის შანსი გაუჩნდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერტ-მინისტრი ტერეზა მეი განმარტავს, რომ დარტყმები სირიაზე დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედის. „გავეცი ბრძანება ბრიტანულმა არმიამ განახორციელოს კოორდინირებული დარტყმები, იქ სადაც სირიის ხელისუფლება შესაძლოა ქიმიურ იარაღს ინახავდეს.“ მეის თქმით,  ოპერაციის მიზანია, სირიის რეჟიმის შეკავება და ყველასთვის ზუსტი სიგნალის მიწოდება, რომ ეს დარტყმები შედის დიდი ბრიტანეთის ინტერესებში, რამდენადაც გაერთიანებული სამეფოს არ შეუძლია დაუშვას ქიმიური იარაღას გამოყენება გახდეს ნორმა სირიაში ან ლონდონის ქუჩებში.
დამასკო და მოსკოვი კატეგორიულად უარყოფენ ყოველგვარ კავშირს აკრძალულ იარაღთან. რუსეთის საგარეო საქმეთ უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ქიმიური თავდასხმის სპეტაკლის უკან ერთი და იგივე ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან.
ამავე დროს ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება, რომ სირიის ხელისუფლებამ გასულ კვირას  ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რათა მოეხდინა ტექნიკის და პირადი შემადგენლობის ევაკუირება იმ აეროდრომებიდან და სამხედრო ბაზებიდან, სადაც პარასკევ ღამიდან შაბათ დილამდე საჰაერო დარტყმები ხორციელდებოდა.скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...