იტვირთება...

ლელა ლომთაძის მუსიკაზე შექმნილი კლიპების პრეზენტაცია გაიმართა

ლელა ლომთაძის მუსიკაზე შექმნილი კლიპების პრეზენტაცია გაიმართა


    კინოთეატრ "საქართველოში" ლელა ლომთაძის მუსიკაზე შექმნილი კლიპების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ამერიკული ფილმისთვის “Spies Incorporated: Night at the Lorenzo” დაიწერა. სურათის რეჟისორი ჯენე რობინსონია. ფილმის პრემიერა  ამერიკაში უკვე შედგა. ფილმს სხვადასხვა ქვეყნის კინოფესტივალებზე წარადგენენ , მათ შორის ნიუ იორკსა და ლონდონში . ლელა ლომთაძის, როგორც სცენარისტის შემოქმედება საინტერესო და მრავალფეროვანია. მისი ერთი კლიპი შექმნილია ფილმის ფრაგმენტებით ხოლო  მეორე კლიპისთვის სცენარი ლელამ დაწერა. 
    პრეზენტაციამ დარბაზში მყოფთა აღტაცება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ლელა ლომთაძის კლიპები მეგა ტვ-ის საეთერო ბადეში განთავსდება და მაყურებელი არაერთხელ შეძლებს მის ნახვასა და მოსმენას. 
    ლელა ლომთაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოღვაწეობს და აქტიურად არის ჩართული ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში.
скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...