იტვირთება...

ბაშელებმა დღეს გზა გადაკეტეს

ბაშელებმა დღეს გზა გადაკეტეს

  
  სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.  ისინი სოფელთან არსებული კარიერებიდან საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებენ და კარიერთან სატვირთო ავტომობილებს არ ატარებენ.
  აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის ცენტრალურ გზაზე დღეში ხუთასამდე სატვირთო გადაადგილდება, რაც გზას აზიანებს, გზის რეაბილიტაცია კი არ ხდება.
სამტრედიის მერის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი რამდენიმე დღეში მიაწვდიან ინფორმაციას თუ რა გზით არის შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
  სამტრედიის მერის ვალერიან ფოცხვერიას თქმით, მოსახლეობის მოთხოვნები სამართლიანია არსებული საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება.скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...