იტვირთება...

ქუთაისში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს (ფოტო და ვიდეო მასალა შემთხვევის ადგილიდან)

ქუთაისში საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს (ფოტო და ვიდეო მასალა შემთხვევის ადგილიდან)

  თავდასხმა, ქუთაისში , საქართველოს ბანკის ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით მოხდა . გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია ერთ ადამიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული  მრავლობითი ჭრილობებით, საავადმყოფოშია გადაყვანილია . ადგილზე მუშაობს კრიმინალური პოლიცია. შემოსაზღვრულია პერიმეტრი და მიმდინარეობს თვითმხილველთა დაკითხვა. ადგილზე მისულთ ყაჩაღობის კვალი ჯერ ისევ დაგვხვდა . სისხლის ლაქებისა და სისხლიანი კუპიურების გარჩევა შორიდანაც შეიძლებოდა. გარეთ მყოფები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ სროლის ხმა გაიგეს. თავმდასხმელის თუ თავმდასხმელთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 იანვარს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...