იტვირთება...

საწურბლიას მღვიმე- პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე

საწურბლიას მღვიმე- პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე

წყალტუბოში, საწურბლიას მღვიმის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ, – აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. სულ მალე აქტიურ ზონაში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყობა, ხოლო პასიურ ზონაში შეზლონგები განთავსდება.ერთი სამკურნალო კურსი 10 დღე გაგრძელდება, დღეში სამ-სამი საათი. სამ თვეში შესაძლებელია კურსის განმეორება. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.


საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებისა და ჩეხეთის მღვიმეების სამსახურის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საწურბლიას მღვიმე გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატით, რომელსაც ასთმური დაავადებების სამკურნალო ეფექტი აქვს. სპეციალისტების თქმით, მღვიმეში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნახშირბადების რაოდენობა ადამიანების ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის, პირიქით, სამკურნალოდ საუკეთესოა. განსაკუთრებულ მიკროკლიმატს სხვადასხვა სახეობის სოკო და მაღალი სინესტე ქმნის, რაც ერთობლიობაში ძლიერ ანტიბიოტიკს წარმოადგენს.


ვიზიტორების მიღება გაზაფხულიდან დაიწყება. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, გიორგი ბარაბაძის თქმით, საწურბლიას მღვიმის გახსნის შემდეგ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.



скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...