იტვირთება...

ჭიათურაში 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

 ჭიათურაში 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ჭიათურაში ,აბაშიძის ქუჩის 16 ნომერში, 5 სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი დღის 2 საათისთვის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა და მალევე სხვა ბინებს გადაედო. ხანძრის სრული ლოკალიზება დაახლოებით სამ საათში ჭიათურისა და საჩხერის სამაშველო სამსახურების ერთობლივი მუშობის შედეგად მოხერხდა. მეხანძრეებს ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა. მაშველებმა კორპუსში მყოფი ყველა მოსახლის უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს,მცირე დაზიანება მიიღო სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა. 


აბაშიძის ქუჩაზე ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე იმყოფებოდა.მუნიციპალიტეტის მერმა სამაშველო ოპერაციაში პირადადაც მიიღო მონაწილება და ხანძრის ლოკალიზებამდე ადგილზე იმყოფებოდა. პაატა ნადირაძე კორპუსის მაცხოვრებლებს პირადად გაესაუბრა და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ამ ეტაპზე კი ,დროებით საცხოვრებელში გადაყვანა შესთავაზა.

скачать dle 12.0
კომენტარები
ბოლოს დამატებული
გამოკითხვა
ჩვენ სოციალურ ქსელებში
  • Facebook
  • Twitter
  • Вконтакте
სხვა ამბები...