ბოლო განახლებები
“ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი”- რიკარდ იოზვიაკი
ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ იმუქრება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განმარტებით, საბოლოო ჯამში, ამ საკითხს კვალიფიციური უმრავლესობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები...
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაურია. ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ისმის შეძახილები “თავისუფლება მზია ამაღლობელს”. კერძოდ, სასამართლოს შენობასთან ხმაური პროკურორების გამოჩენას, მოჰყვა. მზია ამაღლობელის...
“დგებუაძე მაგინებდა, სახეში შემაფურთხა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა” -მზია ამაღლობელი
როდესაც შემაფურთხა, იმდენად ცუდად ვიყავი, წამოვვარდი და ვთქვი, რომ წყალი მოეტანათ, ასევე, ვითხოვე საპირფარეშო - დგებუაძემ თქვა არანაირი წყალი, არც საპირფარეშოში გაიყვანოთო, დაე, ჩაიფ...სო - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა,...
“ეს არ არის თანამშრომლობა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პარტიასა და ივანიშვილს შორის” – თინა ბოკუჩავა
მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და „ლელოს“ შორის. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს...
“ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს, ეს არის ივანიშვილის დავალებით ძალადობა” – გიორგი გახარია
ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს - „ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: ციხეში პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებთ?! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბაჩიაშვილზე ციხეში თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა. „ჩემი...
გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის საპატიმროდან წერილს ავრცელებს და მასზე ძალადობის დეტალებს აღწერს. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად, ის 8 ივლისს, N8...
“ილუზიებში არიან „ლელო“ და გახარია, არანაირი მემორანდუმი მაგათ არ უშველით”- დავით მათიკაშვილი
ილუზიებში არიან „ლელო“ და გახარია, არანაირი მემორანდუმი მაგათ არ უშველით - ვერც ეს სცენარი იმუშავებს და საბოლოოდ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან მწარედ დამარცხდება ყველა რადიკალი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით...
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც...