ჭიათურაში მაღაროელების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. პროპტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა აქვს გამოცხადებული 6 მაღაროელს.
აქციაზე იმყოფებიან მაღაროელები და მათი ოჯახის წევრები. ჭიათურაში ჩავიდნენ თბილისელი და ქუთაისელი აქტივისტები.
აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას მოითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.
მაღაროელთა აზრით, რეორგანიზაცია, რასაც კომპანია ითხოვს, დასაქმებულთა რაოდენობას 3620-დან, დაახლოებით, 1500-მდე შეამცირებს.