TV PLAY
help@meganews.ge
შაბათი, 7 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
შაბათი, 7 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა – ირაკლი კობახიძე

გასული 4 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა – ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს, ქართული პოლიცია ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, „რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა“.

„პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა. მან პოლიციელს საზოგადოებრივი აღიარება, ნდობა და პატივისცემა მოუტანა. პროფესიონალიზმი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დაცვა და მოქალაქეებისადმი პატივისცემა თქვენი წარმატების საფუძველია. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ დღეს ქართველი პოლიციელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნდობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა. დღეს, ქართული პოლიცია, არსებითად, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია. ამ მოვლენებისას გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფს – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ურთულეს დღეებში მაღალი სტანდარტით ზრუნავდა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ შს ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი, გელა გელაძე წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს.

„ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ადამიანს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა და რომელსაც პოლიციის რეფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მადლობას ვუხდი ვახტანგ გომელაურს პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის, რომლითაც ის ჩვენს ქვეყანას მრავალი წლის მანძილზე ემსახურა. დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრი, ბატონი გელა გელაძე ვახტანგ გომელაურის მიერ დაწყებულ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით განაგრძობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
წინა პოსტი

ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმების ფონზე, მაქსიმალური მოთმინებით, დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულეთ – შალვა პაპუაშვილი

შემდეგი პოსტი

სული და გული გამიყინა ამ ამბავმა…დედის გასვენებამდე შვილიც გარდაიცვალა – ტრაგედია თედორაძეების ოჯახში

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'