TV PLAY
help@meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო -ლევან იოსელიანი

გასული წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის პირველ მარტამდე გამართულ საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური წინაპირობა შექმნა – არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, ამის საპირისპიროდ, დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

იოსელიანის თქმითვე, საანგარიშო პერიოდში, წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა.

„2024 წელი საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო. უფლებადარღვევების წყება, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო. გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობა, მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით არაღჭურვა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის პირველ მარტამდე საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა გახდა. შესაბამისად, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის პირველ მარტამდე მე პირადად და ჩემმა რწმუნებულებმა 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267, დაახლოებით 60%, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის დროს დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და ძალადობას, ორგანიზებულ სატელეფონო მუქარებსა და სხვადასხვა სახის გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობებს. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში, არცერთი სამართალდამცავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამის საპირისპიროდ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამონაკლისო დაშვება მოგვცა გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმეების საგამოძიებო მასალებზე, დაახლოებით 50 ტომი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო. საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე გამოვლინდა, რომ მიმდინარე გამოძიება არ წარმოებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების შესაბამისად. ამიტომ, სპეციალურ საგამოძიებოს სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას კონკრეტული საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების ჩატარებისა და კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე წინადადებით მივმართე”, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ „პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილების საკითხი, როდესაც პირი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე სადავოს ხდის, ხოლო მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას“.

„საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოვლენილი უფლებადარღვევები სპეციფიკისა და განსაკუთრებით, მასშტაბურობის გათვალისწინებით მრავალ ასპექტს მოიცავს. საპროტესტო აქციების კონტექსტში ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევას, რაც დეტალურად არის მიმოხილული საპარლამენტო ანგარიშში.

ადმინისტრაციული დაკავების ჭრილში, პირველ რიგში საგულისხმოა, რომ კვლავ პრობლემურია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაზეც სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს. კერძოდ, პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების უფლებამოსილების საკითხი, როდესაც პირი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე სადავოს ხდის. ადმინისტრაციული დაკავებისას მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას და ამას ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში განიხილავს. სამწუხაროდ, ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, წლების განმავლობაში გაცემული წინადადება-რეკომენდაციები დღემდე შეუსრულებელია.

ამასთან, საანგაროში პერიოდშიც გაგრძელდა საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავების 48 საათამდე უსაფუძვლოდ გახანგრძლივების არასწორი პრაქტიკა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, 2024 წელი „სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმის პოლიტიკური შეკრების სიმრავლით გამოირჩეოდა“.

„მათი სახეობების, ადგილმდებარეობების, სიხშირის, ხანგრძლივობისა და მონაწილეთა რაოდენობის ცვალებადობასთან ერთად, განსხვავებული იყო საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებული რეაგირების მეთოდები და შესაბამისად, უფლებაში ჩარევის ინტენსივობაც. ამ პროცესში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მანიფესტანტთა მცირე ნაწილის ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური რეაგირების ნაცვლად, სამართალდამცავების მიერ მთლიანი შეკრების დაშლაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. მსგავს შემთხვევებში საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების ფორმალური საფუძვლის არსებობის მიუხედავად, უფლება არაპროპორციულად იზღუდებოდა“,- განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
წინა პოსტი

” ოქტომბერში დაგეგმილი რაღაც, არჩევნები არ არის, ტყუილია” – ზურაბ ჯაფარიძე

შემდეგი პოსტი

პოლიციელებისგან ჟურნალისტების მიმართ არც ერთი მიუღებელი მოქმედება არ მინახავს – ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'