TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 17 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ეს არ არის თანამშრომლობა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პარტიასა და ივანიშვილს შორის” – თინა ბოკუჩავა

მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და „ლელოს“ შორის. სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი, სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, – ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის თანამშრომლობაზე შეთანხმებას.

ბოკუჩავას შეფასებით, ყველამ უნდა გაიაზროს ის,რომ ბევრი ფული ქვეყნის ბედს ვერ გადაწყვეტს.

„მესმის, რომ სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ ძალიან კარგად. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არცერთმა პატრიოტმა მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენ სამშობლოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, მან გაერთიანებულ სამეფოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი შეაფასა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, შეხვედრებზე, მათ შორის ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.

„ჩვენ, გუშინ დავბრუნდით ლონდონიდან, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიიდან პარლამენტის წევრებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ, ის განცხადება, რომელიც გავრცელდა ევროკავშირის წევრი 16 სახელმწიფოს და გაერთიანებული სამეფოს სახელით, რა თქმა უნდა, მთავარი აქტორი ამ განცხადების შემუშავებაში სწორედ გაერთიანებული სამეფო იყო. ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სირიამ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება და ბევრს სხვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ, ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, სადაც დიდი ბრიტანეთს გაცილებით სწრაფად მოქმედება შეუძლია იმიტომ, რომ ის არ არის შებოჭილი ევროკავშირის კონსენსუსის წესრიგით. ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდოს მოქმედებას დიდი ბრიტანეთისგან, რაც აღნიშნული იყო, მათ შორის იმ განცხადებაში, რომელიც სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც ჩვენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა გავმართეთ აღნიშნულ საკითხზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გაზიარება
წინა პოსტი

“ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს, ეს არის ივანიშვილის დავალებით ძალადობა” – გიორგი გახარია

შემდეგი პოსტი

“დგებუაძე მაგინებდა, სახეში შემაფურთხა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა” -მზია ამაღლობელი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'