TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ბოლომდე დასანგრევად” – ლევან სანიკიძე

“„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ბოლომდე დასანგრევად” – ლევან სანიკიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის შეფასებით, ხელისუფლება ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს ბოლომდე ანგრევს.

სანიკიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეაფასა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს „ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“.

ლევან სანიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თითოეული ქმედება აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას და თითოეულ თანამოქალაქეს ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ბოლომდე დასანგრევად. ჩვენ საერთოდ არ დაგვაინტერესებდა საკითხი მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ რომ ეხებოდეს. როდესაც „ქართული ოცნება“ არის დე ფაქტო ხელისუფლება და 26 ოქტომბრის შემდეგ, მიტაცებული აქვს საქართველოს კონსტიტუცია, ქართული სახელმწიფო, ბუნებრივია, მათი თითოეული ქმედება აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას და ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. იმის ალბათობას ყოველდღიურად უფრო და უფრო ზრდიან, რომ ივანიშვილმა მოახერხოს და 4 მილიონი ქართველი დაასანქციროს და უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა, რაც მოგვეცა, ეს ყველაფერი „წყალს გაატანოს“. შალვა პაპუაშვილი, რომელიც ახლა დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ ელჩების და არასამთავრობოების:“ფეისბუქ“ გვერდების „სტალკერობით“, ყველაფერს აკეთებს დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეობის გარდა – დაკავებულია იაფფასიანი ჭორაობით და სხვისი „დათაგული“ პოსტების გამომზეურებით. ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია. ძალიან კარგია, რომ გერმანელმა პარტნიორებმა ისეთი მკაფიო განცხადება გააკეთეს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ჯერჯერობით, მკაფიო პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი.

„ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით, ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
წინა პოსტი

„მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა…“ – ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა

შემდეგი პოსტი

„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში მტრული აქტი იყო “- ირაკლი კობახიძე

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'