TV PLAY
help@meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“არ მინდა შევიდე პოლემიკაში ზელენსკისთან, ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია”- ირაკლი კობახიძე

“ვნახეთ სახედაკარგული „ნაცი“ „ორკები“, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას ” – ირაკლი კობახიძე
არ მინდა შევიდე პოლემიკაში ზელენსკისთან, ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ მიმაჩნია საჭიროდ ამაზე რეაგირება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული იმ განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც მან თქვა, რომ „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“.

როგორც კობახიძემ განმარტა, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე 10 თავით მაღლა დგას, როგორც ადამიანის უფლებების, ის დემოკრატიის თვალსაზრისით.

„არ მინდა შევიდე პოლემიკაში ზელენსკისთან, ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ მიმაჩნია საჭიროდ ამაზე რეაგირება. რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით, უკრაინაში ამ თვალსაზრისით არის ტრაგიკული მდგომარეობა, როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ 10 თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით.

შეიძლება უფრო დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბრობენ და საქართველოსთან არ საუბრობენ, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და ყველა პარამეტრს, სადაც ქვეყნდება რეიტინგები, ინდექსები, სადაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ფასდება ქვეყნები, ყველგან ვართ აბსოლუტური ლიდერები. დანარჩენი არის პოლიტიკა, შიშველი პოლიტიკა, არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. როგორც ხედავთ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“. მისივე თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება და საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.

გაზიარება
წინა პოსტი

იმერეთში უკანონო ნადირობის 48 ფაქტი დაფიქსირდა

შემდეგი პოსტი

“ხორცმჭამელმა ბაქტერიამ უკვე მეხუთე ადამიანი იმსხვერპლა” – გიორგი ფხაკაძე

Discussion about this post

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'