TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს 

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მორიგ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც წარმოადგენს იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს, რასაც პოლიტიკურად დაინტერესებული პირები თუ საინფორმაციო საშუალებები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებენ და რომლის მიზანიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვაა.
ბრალდებული კ. კოკაია 2025 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება; 2025 წლის 13 და 16 ოქტომბერს, ასევე, ჩაუტარდა სკრინინგული, ლაბორატორიული კვლევები. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.
პარალელურად, სამედიცინო პერსონალის მიერ შესწავლილ იქნა მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბრალდებულ კ. კოკაიას აღენიშნება გულის უკმარისობა III, ესენციური ჰიპერტენზია, აორტო-კორონარული შუნტის არსებობა, არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილია კარდიოლოგის კონსულტაცია.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს შეუფერხებლად მიეწოდა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას შემოტანილი მედიკამენტები და დაენიშნა შესაბამისი დიეტური კვება.
რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას მხედველობისა და სათვალის საკითხთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ, ბრალდებულის გადმოცემით, მხედველობის გარკვეული პრობლემები აქვს მხოლოდ მარცხენა თვალში, 2025 წლის 25 ოქტომბერს დაგეგმილია ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რის შემდგომაც ბრალდებული უზრუნველყოფილი იქნება ექიმის მიერ დანიშნული როგორც სამედიცინო საშუალებებით, ისე ოპტიკური სათვალით.
რაც შეეხება ტემპერატურის მომატებას, ამ მხრივ ბრალდებულ კ. კოკაიას რაიმე სახის ჩივილით სამედიცინო პერსონალისთვის არ მიუმართავს. ამჟამად სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რესპირატორული სიმპტომები არ ვლინდება. მას კიდევ ერთხელ განემარტა ექიმის მიერ, რომ, მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მათ შორის, არტერიული წნევის მონიტორინგისთვის, უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რის შემდეგაც პარამეტრების გაზომვა მოხდება შეუზღუდავად.
ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.” – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებული კონსტანტინე კოკაია ციხიდან წერილს უგზავნის შვილს, სადაც მის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ციხეში მოპყრობაზე წერს.

„ნინი მამი სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ესეა: 10-11 დღეა აქ ვარ [ციხეში]. ჩამწერეს კარდიოლოგთან – არ წამიყვანეს. ჩამწერეს თვალის ექიმთან – არ წამიყვანეს. მარცხენა თვალში ვერ ვხედავ. გაციებული ვიყავი – ექიმთან არ წამიყვანეს. „აჩკები” წამართვეს – არ შეიძლება რკინაო. ექიმმა 5-შუნტიან და 4-სტენტიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი. ბიჭებმა მიმარჩინეს კამერაში – სიცხეები მქონდა 1-2 დღე. უნდა ეხვეწო, რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია.

კიდევ დაბლოკილი ვარ – არა ბარათი, არ დარეკო. შეზღუდვაა ჩემზე. ბიჭები მიდგანან ძმებივით გვერდით, რისიც მადლობელი ვარ, ამათ გაიხარონ და მალე გათავისუფლდნენ. მე კორპუსის ექიმთან აღარ მივალ”, – წერს კონსტანტინე კოკაია.

შეგახსენებთ, კონსტანტინე კოკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გაზიარება
წინა პოსტი

გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი DJ ლუკა იო­სე­ლი­ა­ნი

შემდეგი პოსტი

გურჯაანი–ბაკურციხის შემოვლით გზაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Discussion about this post

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'