TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ” – დიმიტრი ხუნდაძე

“კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ” – დიმიტრი ხუნდაძე

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები – პროკურატურის მოთხოვნა [გირაოს შეფარდებაზე] არის თუ არა რელევანტური, ამას არ წყვეტს დეპუტატი, ამას წყვეტს სასამართლო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე განაცხადა.

მისივე თქმით, „კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ” და “კანონი ყველგან იქნება დაცული”.

„სამწუხაროა, რა რეალობის წინაშეც დავდექით. მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს. კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები. გამოძიება გაგრძელდება. ალბათ, უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი, მაგრამ ის რა რეალობაც არის, ეს არის რეალობა. კანონს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაცვა და კანონი ყველგან იქნება დაცული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე წარუდგინეს. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი 2019-2024 წლებში ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს. ამასთან, დეკლარაციებში უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად, მისი ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს. უწყება ღარიბაშვილისთვის 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ასევე, პროკურატურა მისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გამგზავრების აკრძალვა მოითხოვა.

გაზიარება
წინა პოსტი

” გამოჩნდა, რომ დამნაშავე სინდიკატი ბოლომდე არ სწირავს საკუთარ წევრს” – ირაკლი ფავლენიშვილი

შემდეგი პოსტი

“ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს” – კახა კალაძე

Discussion about this post

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'