TV PLAY
help@meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს” – კახა კალაძე

“არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს” – კახა კალაძე

რა კომპრომატზე მესაუბრებით? ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას: ავსებს თუ არა დეკლარაციას სწორად და ელოდება თუ არა, რომ არასწორად შევსების მოტივით, მომავალში მასზეც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა?

როგორც კალაძემ აღნიშნა, მედია ვერ მოახერხებს მისი წარსული ცხოვრება წაშალოს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურად ვერ მამარცხებთ, იმიტომ, რომ მაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, პატივისცემა და სიყვარული. ჩემ წინააღმდეგ კამპანიები გაქვთ გაჩაღებული. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ მე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს ან კანონის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯები გადამედგას. მე ვარ შემდგარი ადამიანი. ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება წაშალოთ, მაგრამ ვერ მოახერხებთ ამას. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მაღალანაზღაურებადი, მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი და დღეს ვარ შემდგარი ადამიანი, დამოუკიდებელი ადამიანი. რა კომპრომატზე მესაუბრებით? თქვენ საუბრობთ თქვენი გადმოსახედიდან. იმიტომ ხართ ამ მდგომარეობაში, იმიტომ ხართ გაფარჩაკებულები, გაუბედურებულები, ვერ აკეთებთ ანალიზს რა გჭირთ, რატომ ხართ ამ მდგომარეობაში. რაღაც რომ გეშლება ადამიანს, ჯანსაღი ადამიანი, მოაზროვნე ადამიანი ანალიზს აკეთებს, რა შეეშალა, რომ შემდეგ გამოასწოროს და იგივე შეცდომა არ დაუშვას. თქვენ სხვებს აბრალებთ. ქართველი ხალხის ბრალია ყველაფერი რა მდგომარეობაშიც თქვენ ხართ.

არ მაინტერესებს რას საუბრობდით [ირაკლი ღარიბაშვილზე]. თქვენი ყველა სიუჟეტი, განცხადება, დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე. რამდენჯერ გამხილეთ ტყუილში, სიცრუეში“, – მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

გაზიარება
წინა პოსტი

“კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ” – დიმიტრი ხუნდაძე

შემდეგი პოსტი

გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

Discussion about this post

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'