TV PLAY
help@meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად მეტი, ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა უნდოდა, მადლობა უწმინდესს” – დოროთე ყურაშვილი

“ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად მეტი, ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა უნდოდა, მადლობა უწმინდესს” – დოროთე ყურაშვილი

ნამდვილად მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად უფრო მეტი უნდოდა. უნდოდა საერთოდ ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა მამა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს ეპარქიული კომისიის პატრიარქისადმი მიმართვაზე, არქიმანდრიტი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გათავისუფლებისა და მღვდელმსახურად სამების ლავრაში განწესების შესახებ.

არქიმანდრიტი მადლობას უხდის პატრიარქს.

„ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად უფრო მეტი უნდოდა. უნდოდა საერთოდ ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა. თუმცა, ძალიან ვწუხვარ, რომ პატრიარქს ესეთი განსაცდელი დავატეხე თავს, დღეს სუს-ის მანქანები დარბოდნენ, 5-6 მანქანა შევიდა და პატრიარქსაც დიდი ბრძოლა მოუწია, თუმცა მადლობა უწმინდესს, მადლობა, რომ მაინც დაიცვა ჩემი მღვდლობა.

რაც შეეხება ბეთლემის ტაძარს, მე არათუ ბეთლემის ტაძარი, არამედ ჩემი ოფლით და სისხლით, სისხლჩაქცევით ნაშენები სამი მონასტერი მაქვს დატოვებული ეკლესიისთვის, ასე რომ დატოვების პროფესიონალი ვარ, სამებაც მაქვს თავის დროზე დატოვებული, მონასტრებიც მაქვს დატოვებული, ახლა ბეთლემი. ერთ მშვენიერ დღეს ისინიც დატოვებენ ამ ქვეყანას და მაშინ ამათ არაფერი რომ არ ექნებათ ამქვეყნად დატოვებული და ერთბაშად ექნებათ დასატოვი, იმათ ინანონ, თორემ მე არ მაწუხებს, ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, რომ არქიმანდრიტი ვარ, ჩემი მღვდლობის ხარისხში ვარ და სამებაში, აქ ვცხოვრობ მე და აქ გამამწესეს, მრევლი დაისაჯა, თუმცა ძალიან ბევრი იყო ისეთი მხცოვანი ხალხი, რომლებიც ბეთლემში ვერ ამოდიოდნენ კიბეებიდან გამომდინარე და ისინი იმედია აქ მოვლენ ახლა და მამა ილია, ილია თეზბიტელის ტაძარში, საერთოდ აქ დავიწყეთ ჩვენ მსახურება, მამა ილიაც აქ მსახურებდა და ახლა მამა ილია წირავს ყოველ კვირა და მრევლს თუ ახლა გვისმენენ, ვეტყვი, რომ კვირას მობრძანდნენ ამ ტაძარში, მეც მამა ილიასთან ერთად ვიქნები და ვაზიარებ ყველას, ვინც ჩემი ხელით ეზიარება“,- განაცხადა მამა დოროთემ.

არქიმანდრიტი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის კომენტარს და განაცხადა, რომ როდესაც ვოლსკი მის ლოცვის კომპეტენციაში ერევა „იქ ქვეყანა დაღუპულია და ეკლესიაც დაღუპულია“.

„წარმოიდგინეთ, ვოლსკი რომ ჩემი ლოცვის კომპეტენციაში ერევა და მე როგორ ვლოცულობ, ამას რომ განიხილავს, იქ ქვეყანა დაღუპულია და ეკლესიაც დაღუპულია და, რა თქმა უნდა, სადამსჯელო იყო იმიტომ, რომ სად ვოლსკი და სად არქიმანდრიტი დოროთე ლოცვის მიმართებაში, ვოლსკიმ როგორ უნდა გაიგოს მე რას ვამბობ იქ ლოცვაზე, რა იცის მაგან, „მამაო ჩვენოს“ ციტატა თქვა და ისიც დამახინჯებით, “მამაო ჩვენოც” არ იცის ბოლომდე და მე კიდევ ვოლსკისაც და ყველას ვეტყვი, რომ “მამაო ჩვენოში” ყველაზე მთავარი ლოცვა არის “იყავ ნება შენი” და მე აქ ვარ “იყავ ნება შენი” და არა “უფალო შემიწყალეზე”. მაგათ “უფალო შემიწყალეც” რომ იძახონ უფალი მათ არ და ვერ შეიწყალებს, რადგან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ხალხს ხოცავენ და ქვეყანას ღუპავენ, მათ არ შეიწყალებს ღმერთი, ისინი ქრისტიანები არ არიან, რაც არ უნდა მამხილონ მე, მათ თავიანთი საქმეები ამხელს. პავლე მოციქული ამბობს – ზოგ ადამიანსო ცოდვაო წინ მიუძღვის, ზოგს უკანო. ვოლსკის წინაც მიუძღვის და უკანაც და არა მხოლოდ ვოლსკის, არამედ მთელ “ოცნებას”, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება ხალხთან დგომას, რა თქმა უნდა, მე უფრო მეტს მოველოდი, მეტ სასჯელს, მეგონა, რომ მღვდლობიდანაც გამიშვებდნენ, თუმცა ეს ორი სასჯელი იქნებოდა და ერთბაშად რჯულის კანონში აკრძალულია, მაგრამ იმათ რჯულის კანონი არ აინტერესებთ, საერთოდ კანონები არ აინტერესებთ, ერთი-ერთში ჰგვანან “ოცნებას”. ამიტომ, ხალხის გვერდით ვარ და ვისაც ჩემი ხელით უნდა ზიარება, მობრძანდნენ ელიას ტაძარში”,-განაცხადა მამა დოროთემ “ტვ პირველთან”.

გაზიარება
წინა პოსტი

პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შემდეგი პოსტი

“მთავარ თემას ლოცვიდან: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი”- გია ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე

Discussion about this post

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'