TV PLAY
help@meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

“მთავარ თემას ლოცვიდან: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი”- გია ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე

” მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე” – გია ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციაზე

არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ – „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ – ეს არ არის ის სიტყვები, რომელსაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირებმა თავიანთი საკითხები იმ სივრცეში უნდა გაარჩიონ, რომელიც ამისთვის არსებობს.

„არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ. ზოგადად მისი შეხედულებები სერიოზული რევიზიაა იმ დოგმებისა, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გააჩნია. მეორე მხრივ, მთავარ თემას ლოცვიდან, რომელიც ყველამ იცის, „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, პირდაპირ აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა თავიანთი საკითხები იმ სივრცეში უნდა გაარჩიონ, რომელიც ამისთვის არის მოწოდებული. მე მხოლოდ შეფასება შემიძლია. „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ – ეს არ არის ის სიტყვები, რომელსაც სასულიერო პირი უნდა ამბობდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. დოროთე ყურაშვილმა კომისიის სხდომაზე მედიის თანდასწრებით მოითხოვა დასწრება, რაზეც საპატრიარქო არ დაეთანხმა. საბოლოოდ, სხდომა ვერ შედგა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები.

გაზიარება
წინა პოსტი

“ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად მეტი, ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა უნდოდა, მადლობა უწმინდესს” – დოროთე ყურაშვილი

შემდეგი პოსტი

ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი -არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

Discussion about this post

ნოემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
« ოქტ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'