კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 38 წლის კაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს .ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა – რამდენიმე დღის განმავლობაში ის სოფელში არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა, რის შემდეგაც მეზობლებმა მიაკითხეს და გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მთავარი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს

Discussion about this post