კაცს, რომელმაც კახეთში მამა მოკლა და ეზოში დამარხა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა . გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ გამოაცხადა
გამოძიების ვერსით, 32 წლის პავლე ლაგაზიძემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების დროს მამას ბლაგვი საგანი თავში რამდენჯერმე დაარტყა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. მის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

Discussion about this post