„ჩემი სოლიდარობა ზაალ ლატარიას და მის ოჯახს. საქართველოს მონურ ნაწილს, ასეთი გმირების მიმართ მხოლოდ ბოღმა, შური და მიუღებლობა ამოძრავებს.
სირცხვილი იმ ანაფორაში გამოწყობილ ჯოჯოხეთის მოციქულებს, რომლებიც მისი შვილის ეკლესიიდან გამოსვენებაზე უარს ეუბნებიან. ამ მღვდლებს სათითაოდ მოეთხოვება პასუხი ასეთი უღმერთო, არაადამიანური საქციელისთვის. პატრიარქ ილია II-ის დროს, ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა“— წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ზაალ ლატარიას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი გაერდაეცვალა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ეკლესიაში მის დასვენებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია გარდაცვლილის მამამ თავად გაავრცელა

Discussion about this post