რუსეთმა კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაიღუპა 14, დაშავდა სულ მცირე 22 ადამიანი .ინფორმაციას BBC კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, უშუალოდ კიევში დაიღუპა 1 და დაშავდა 24 ადამიანი. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ „მტერი კვლავ მასიურად უტევს კიევის რეგიონს“. განცხადების თანახმად, სარაკეტო იერიშმა საცხოვრებელი კორპუსები და საწყობები დააზიანა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ შესაძლოა ადამიანები ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი ქალაქის ცენტრზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ.

Discussion about this post