„ჰორმუზის სრუტეს ამჟამად ამერიკის ტერიტორიად განვიხილავ“ – აცხადებს დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ირანი სასოწარკვეთილი ცდილობს შეთანხმების მიღწევას, თუმცა თეირანი “ჯერ არ არის მზად სწორი გარიგებისთვის”.
“მათ ფული არ აქვთ, საზღვაო ფლოტი არ ჰყავთ, საჰაერო ძალები არ ჰყავთ. ისინი არ უხდიან ჯარისკაცებს, პოლიციელებს. მათთან ინფლაცია 350%-ია. ასე რომ, ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ, რა მოხდება. როგორც იცით, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს საზღვარზე. ბლოკადას თუ შეხედავთ, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მთელ იმ რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება. სიღრმისეულად რომ ვთქვათ, ეს სახმელეთო ტერიტორიებსაც მოიცავს. ასე რომ, მათ ძალიან სურთ გარიგების დადება, ჩემი აზრით, ჯერ არ არიან მზად სწორი გარიგებისთვის” – განაცხადა ტრამპმა.

Discussion about this post