თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა .
თურქეთის იუსტიციის სამინისტრო ნეთანიაჰუს ადმინისტრაციას განცხადებით გამოეხმაურა. მასში თურქეთის პრეზიდენტი მოხსენიებულია “ანტისემიტ დიქტატორად, რომელიც მასობრივად ჟლეტს ქურთებს, თავშესაფარს აძლევს „ჰამასის“ ტერორისტებს, ოკუპირებული აქვს კვიპროსის ნახევარი და აპატიმრებს კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს”.
ანკარა ისრაელის ლიდერებს ადანაშაულებს „გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში“ საერთაშორისო წყლებში აქტივისტების დაკავების გამო.
“ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ნამდვილი დემოკრატია, შედეგი არ ექნება” – აცხადებს ისრაელის პრემიერმინისტრის ადმინისტრაცია.

Discussion about this post