“წუხელ მოხდა ეს საშინელი დანაშაული, მოკლულია 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან კარგი ახალგაზრდა გოჩა ქოთუაშვილი. მარიამობას მოხდა ეს საშინელი ფაქტი. დეტალები არ ვიცი. დანით მიუყენებია ჭრილობა. სოფელ დირბში მოხდა დანაშაული, როგორც მითხრეს, ჩხუბი მომხდარა მათ შორის და ადგილზე მოკლეს, მერე დამნაშავე გაიქცა, მაგრამ მაინც დაიჭირეს პოლიციელებმა. დედა ემიგრანტი ჰყავს მოკლულს, ძალიან გამანადგურა ამ ამბავმა. მისი მონატრებული შვილი არ დახვდება დედას. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მერე რა რომ არასრულწლოვანია, ვინც ჩადის დანაშაულს, ყველა უნდა დაისაჯოს საკადრისად, რომ სხვამ არ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული. ასე ყოველდღიურად არ ხოცავდნენ უმოწყალოდ ახალგაზრდები ერთმანეთს, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს” -ამბობს ქარელში მოკლული ახლაგაზრდა კაცის თანასოფლელი კვირის პალიტრასთან საუბრისას.
მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სოფელ დებრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ფაქტს სკოლის დირექტორიც ადასტურებს:
“დიახ, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა დაკავებული არასრულწლოვანი. წუხელ დამრიგებლისგან გავიგე მომხდარი ფაქტი. პირველ რიგში მინდა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა მომხდარის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ დაკავებულია ჩვენი მოსწავლე და ის პოლიციას მამამ მიუყვანა თავისი ხელით. შელაპარაკება მომხდარა, რის გამო მოხდა ეს მძიმე ფაქტი” – ამბობს კვირის პალიტრასტან საუბარში დირბის საჯარო სკოლის დირექტორი.
მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა. მოკლულია 22 წლის გოჩა ქოთუაშვილი.

Discussion about this post