რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს – ექსპრემიერს კითხვებს მის მიერ გავრცელებულ ბოლო წერილთან დაკავშირებით უსვამენ. ინტერპრესნიუსის ცნობით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საპატიმრო დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შევიდნენ
ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა წერილი და დაინტერესდა: “რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ მან ასევე დაწერა, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური

Discussion about this post