ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ძლიერი წვიმის შედეგად 20-მდე ოჯახი დაზარალდა .ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა. ადგილობრივების თქმით, სოფელ მატანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანიამ გზის ერთ მხარეს არსებული სანიაღვრე სისტემა გააუქმა, რამაც არსებული პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში რამდენიმე ოჯახს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა.

Discussion about this post