“გარდაცვლილი გოგონა მე-10 კლასის მოსწავლე იყო… ფეხით მიმავალ ბავშვებს დასჯახებია მანქანა… კიდევ ორი არასრულწლოვანი დაშავდა” . ცნობილი ხდება გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები. ამის შესახებ გამოცემა კვირის პალიტრას იმ სკოლის დირექტორი ესაუბრა, სადაც გარდაცვლილი გოგო სწავლობდა
💬 “გარდაცვლილი გოგონა მე-10 კლასის მოსწავლე იყო. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, სექტემბერში მე-10 კლასში უნდა მოსულიყო. ახლახან გავიგე ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცდი. საუკეთესო ბავშვი იყო. როგორც გავიგე, ბავშვები ფეხით მოდიოდნენ გორში, საღამო ხანი ყოფილა, ფეხით მიმავალ ბავშვებს დასჯახებია მანქანა… დაბადების დღეზე ყოფილან. სამი არასრულწლოვანი დაშავდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ის ორი ბავშვი, რომელიც მასთან ერთად იყო, ჩვენი სკოლის მოსწავლე არ არის. მეგობრები იყვნენ ალბათ. ისინი კარგად არიანო, მსუბუქად დაშავდნენ. როგორც გავიგე, უკვე სახლში არიან. ეტყობა უფრო გზის მხარეს მოდიოდა მარიამი და მას დაეჯახა. ეს მწარე რეალობაა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს” | ამბობს კვირის პალიტრასთან საუბრისას გორის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. მთავარი არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ახდენს
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

Discussion about this post