“ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ველოდებით „ზამთრის პაკეტს“, რომელიც დეტალურად განვიხილე უიტკოფთან, კუშნერთან და ევროპელ პარტნიორებთან” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, დღეს გამართული მოლაპარაკებების სამივე რაუნდი „ძალიან შინაარსიანი“ იყო.
💬 „პატრიოტებზე ხანდახან შეიძლება ხუმრობა, მაგრამ, ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ომი ზამთარში თუ გაგრძელდება, და ამ ეტაპზე სწორედ ასე ჩანს, ჩვენ ძალიან ველოდებით „ზამთრის პაკეტს“, რომელიც დღეს დეტალურად განვიხილე სტივთან, ჯარედთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. […]
ჩვენ გვესმის, როგორი უნდა იყოს ჩვენი არმია – ის ძლიერი უნდა იყოს და ეს ჩვენთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტიებია. ამ ყველაფრისთვის რესურსებია საჭირო. თქვენ ეს შესანიშნავად გესმით, ჩვენ ყველას გვესმის. ამიტომ გარანტიები უნდა იყოს ძლიერი, მკაფიო. როგორც გითხარით, ჩვენ შევხვდით და, ვფიქრობ, უახლოეს კვირებში ჩვენ – უკრაინას, ამერიკასა და ევროპას შესაძლებლობა გვექნება, განვიხილოთ გარკვეული დეტალები, რომლებზეც დღეს ხმამაღლა საუბარი არ მინდა“ -თქვა ზელენსკიმ

Discussion about this post