გვიან ღამით გორში ავარიის შედეგად დაღუპული სკოლის მოსწავლე 14 წლის მარიამ წიკლაურია . როგორც იმ სკოლის დირექტორი საუბრობს, რომელშიც გოგონა სწავლობდა, ბავშვები დაბადების დღიდან ფეხით მოდიოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილი შეეჯახა:
“გარდაცვლილი გოგონა მე-10 კლასის მოსწავლე იყო. ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, სექტემბერში მე-10 კლასში უნდა მოსულიყო. ახლახან გავიგე ეს საშინელი ამბავი და ძალიან განვიცდი. საუკეთესო ბავშვი იყო. როგორც გავიგე, ბავშვები ფეხით მოდიოდნენ გორში, საღამო ხანი ყოფილა, ფეხით მიმავალ ბავშვებს დასჯახებია მანქანა… დაბადების დღეზე ყოფილან. სამი არასრულწლოვანი დაშავდა. სხვა დეტალები არ ვიცი. ის ორი ბავშვი, რომელიც მასთან ერთად იყო, ჩვენი სკოლის მოსწავლე არ არის. მეგობრები იყვნენ ალბათ. ისინი კარგად არიანო, მსუბუქად დაშავდნენ. როგორც გავიგე, უკვე სახლში არიან. ეტყობა უფრო გზის მხარეს მოდიოდა მარიამი და მას დაეჯახა. ეს მწარე რეალობაა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს” – ამბობს კვირის პალიტრასთან საუბრისას გორის იმ სკოლის დირექტორი, სადაც გოგონა სწავლობდა
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

Discussion about this post