“ერთადერთი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ეს არის სასაცილო და ტრაგიკული. უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ მარტივი ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა პრემიერმინისტრის თანამდებობას და ეს მაკავებს იმისგან, რომ სიღრმისეული კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით და მეორე, იმდენად არასერიოზულია ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რაიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას.
ვინც ავრცელებს ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან, ეს არც არის დამალული. არიან ძალები, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ და ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტულად კონკრეტული მედიასაშუალება და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა შავ-ბნელო გაზეთის ბლოგერის დონეზე” – ამბობს კობახიძე ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.
ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა ციხიდან გავრცელებულ ერთ-ერთ წერილში დაწერა, რომ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის დავალებით მას გაზეთი “ასავალ-დასავალი” შეუგზავნეს და აჩვენეს მასში გამოქვეყნებული ინტერვიუ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძესთან. ინტერვიუში ლაზარე ჯორბენაძე ამტკიცებდა, კობახიძემ ხელი მოაწერა დავით გარეჯის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის დოკუმენტს.

Discussion about this post