“დღეს დილით კიევში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც ყოველთვის, ჩვენმა მაშველებმა ოპერატიულად იმუშავეს და ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
წუხელ, ოდესის ოლქში, დარტყმა განხორციელდა მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეზე“, რის გამოც მისი მუშაობა დროებით შეჩერებულია. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა, სამმა კი დაზიანებები მიიღო. მაშველებმა 16 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
რუსული თავდასხმების შედეგების ლიკვიდაცია ამ წუთებშიც გრძელდება სხვა რეგიონებშიც: დნიპროში, მიკოლაივში, ზაპორიჟიეში, ხარკოვის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში.
სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება ამ დარტყმებზე, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ართმევს ადამიანებს სიცოცხლეს, არ არის საკმარისი. რეაქცია კი აუცილებელია: მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა ზამთრის წინ, რომ სარაკეტო და დრონებით ტერორი მას უბრალოდ ასე შერჩება. აგრესია აქ და ახლა უნდა შეჩერდეს, რათა ის კიდევ უფრო მეტად არ გავრცელდეს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები და უკრაინის მხარდაჭერა ეფექტურად მუშაობდეს სწორედ ამ მიზნისთვის. პარტნიორებმა, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ, ზუსტად იციან, რა არის საჭირო ყოველდღიურად. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გვეხმარება.” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

Discussion about this post