TV PLAY
help@meganews.ge
პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • კონტაქტი
meganews.ge
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
meganews.ge
პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
No Result
View All Result
meganews.ge

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს, ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს, ასევე საგარეო დახმარების ოფისის წარმომადგენლებთან – ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ამერიკულ მხარეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ისაუბრა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ძირითად ტენდენციებსა და მისი რეკომენდაციებს შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა გამოხატვის თავისუფლების, ეფექტიანი გამოძიებების წარმართვის მნიშვნელობასა და რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხებისადმი, საუბარი შეეხო ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკულ ინსტიტუტებს შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე; ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას, განაგრძოს სვლა დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება

ვაშინგტონში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური.” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
წინა პოსტი

სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას-ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს

Discussion about this post

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

  • ამინდი
  • ახალი ამბები
  • ეკონომიკა
  • ვიდეო
  • კულტურა
  • მედიცინა
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • რელიგია
  • საზოგადოება
  • საინტერესოა
  • სამართალი
  • სპორტი
  • ყველა სიახლე
  • ჰოროსკოპი

ტეგები

akademia metreveli SWIFT ავარია ავარია სამტრედიაში აჭარა ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი ჩამოინგრა ბაქტერია თხილის პლანტაციებს ახმობს გოგირდის აუზები გორდი გურია გურიის სტიქია ელდარ ემიგრანტი თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა თუშეთი თხილის პლანტაციები იტალია კონკურენციის მეამა ნაგავი რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია სააგენტო საგამოფენო სივრცე გორდში სკვერი სამტრედიაში სოფლის ნობათი ტყითსარგებლობა უკანონო ქარელის საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვს კარადა დაეცა ქართული კინო შენგელაია ხონი ხონის მერია

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'

  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კატეგორიები
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • რელიგია
    • ამინდი
    • ჰოროსკოპი
No Result
View All Result

© 2025 meganews.ge - ახალი ამბები 'მეგანიუსი'