შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა” — ნათქვამია ინფორმაციაში

Discussion about this post