თბილისში მოკლული არასრულწლოვანი ბიჭი 17 წლის დათო ნარიმანიძეა
მოკლულის ფოტოს სოციალურ ქსელში მისი ნათესავი ავრცელებს:
“ჩემი მამიდაშვილი (მამას დეიდაშვილის შვილი), 17 წლის უწყინარი და უთბილესი ბიჭი მოუკლავთ წუხელ თბილისში. დანარჩენს საინფორმაციოშიც ნახავთ.
ვის დასდევთ ქუჩა-ქუჩა და კომენტარ-კომენტარ, თქვე უმსგავსებო, როცა ქუჩები მოძალადე მკვლელებითაა სავსე?!
გამძლეობა ჩემებს.
ყველას მოეკითხება!” -წერს გიორგი ჩუბინიძე.
დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამთენიისას თბილისში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.

Discussion about this post