საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. მუწყების ცნობით, 2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა
🔻 მათივე ცნობთ, 2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.0%), ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4 %), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15.0%) კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (-4.8%) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5%)

Discussion about this post