“ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ პრობლემებს. მთავარია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას” -ამბობს კობახიძე თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მასობრივ მოწამვლაზე

Discussion about this post