მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში სკოლის დახურვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. შენობის რეაბილიტაციის საბაბით, მშობლებს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ აცნობეს:
“მოულოდნელად, ღამის 10 საათზე გვატყობინებენ რომ რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ასე უეცრად, როცა პასუხი არ აქვთ სად მიყავთ ამდენი, 600-მდე ბავშვი. წუხელ კი შეგვატყობინეს რომ ონლაინები არ იქნება და სწავლას 1 კვირით წყვეტენ რომ დასკვნა მოვიდეს. ტყუილად ასვენებენ 1 კვირა ბავშვებს რომ უცებ დაცალონ სკოლა. თუ დასკვნა არაა, რატომ ასვენებენ ბავშვებს?! ” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი “მთავართან”

Discussion about this post