“არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს მამაკაცი არის მეზობელი ამ ბავშვის. მას შემდეგ რაც მონადირემ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, სადაც სახალხოდ თქვა ფაქტი. მამაკაცმა სავარაუდოდ უარყო და გაიქცა. შემდეგ ხალხმა თქვა რომ ხედავდნენ როგორ ელოდებოდა მამაკაცი ამ ბავშვს სოფლის კალონკაზე და მიჰყავდა.” – ამბობს წყარო მთავართან.
არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.
მთავარს შსს-ში ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული კაცი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 137-ე [გაუპატიურება] და სსკ-ის 138-ე [სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ] მუხლებით მიმდინარეობს.

Discussion about this post