TV პირველი სააპელაციო სასამართლოდან ავრცელებს პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ის ამბობს, რომ „ბადრაგმა გააუპატიურა“.
ბრალდებულის თქმით, „დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს“.
გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა დაახლოებით ორი კვირის წინ განაცხადეს, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძეზე დეკემბრიდან მოყოლებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ.
გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი ბადრაგებს „დეესკალაციის ოთახში“ ჰყავდათ ჩაყვანილი და ძალადობდნენ.
ოჯახის განცხადებიდან მალევე გიორგი დავითაძის საქმეზე ინფორმაცია გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყება პატიმარზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს.
პენიტენციურის მტკიცებით, დავითაძე ხშირად არღვევს ციხის წესებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, რის გამოც არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. მათივე მტკიცებით, დეკემბერში გიორგი დავითაძეზე ძალადობა არ დადასტურდა.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში.
კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოუდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-თქო კამერაში, ადვოკატმა გამოაგზავნა, სუიციდის მცდელობა მქონდა-თქო, თავს ხრის სახლახო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. პირში მეუბნება დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის – რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა – “მოტყ…ლს”, “ქათამს”, “დღეიდან ნახმარი ხარ”, რომ მეძახიან”. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურე, რომლებმაც გაგაუპატიურეს“, – ამბობს გიორგი დავითაძე.

Discussion about this post