უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ რუსეთში ელექტრომობილებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა . ინფორმაციას New York Times ავრცელებს და წერს, რომ იანვარ-აგვისტოში რუსეთში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გაყიდვებმა 83 000-ს მიაღწია. ამის მიზეზი უკრაინული დრონების იერიშების შედეგად წარმოქმნილი საწვავის დეფიციტი გახდა. არსებული მონაცემებით, რუსეთში გაყიდული ელექტრომობილების (ჰიბრიდების ჩათვლით) რაოდენობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში დაფიქსირებული 43 000-დან მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 83 000-მდე გაიზარდა.
„რაც უფრო მეტად გადააქვს უკრაინას ომი რუსეთის ტერიტორიაზე, შედეგები ყველაზე თვალსაჩინო, შესაძლოა, გზებზე იყოს. ივნისის ბოლოდან რუსეთის ელექტრომობილების ბაზარი ორზე მეტჯერ გაიზარდა. ქვეყანაში გაყიდული ელექტრომობილების უმეტესობა ჩინურია, რაც ეკონომიკურ ცვლილებებზე მიუთითებს. რუსეთი ცდილობს ფეხი აუწყოს ამ ტენდენციას“ -წერს გამოცემა.

Discussion about this post